Wednesday, July 2, 2014

„ასე უყვარდათ უწინ“

                                                       პ რ ო ე ქ ტ ი


პროექტის სახელწოდება: ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზ

იცია „ასე უყვარდათ უწინ“
პროექტის მთავარი იდეა(1-2 წინადადებით): მოსწავლეებს ჰქონდეთ საფუძვლიანი ცოდნა თავიანთი ქვეყნის ხელოვნებისა და ლიტერატურის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: საკუთარი ქვეყნის კულტურის, წარსულის მემკვიდრეობის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების და ფაქტების ცოდნა ფრიად აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის, ამ შემხთვევაში კი მოსწავლეებისათვის.
პროექტის მიზნები: წინაპრებისადმი, გამოჩენილი ადამიანებისადმი პატივსცემისა და მოკრძალების გრძნობის ამაღლება. ცოდნის გაღრმავება ხელოვნებასა და ლიტერატურაში.
მონაწილეთა ასაკი: XII კლასი, 16-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უფრო საფუძვლიანად შეისწავლიან თავიანთი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. უკეთ დაინახავენ გამოჩენილი ადამიანების ზნეობრივ მხარეს. სიღრმისეულად გაიგებენ ტერმინი „სიყვარულის“ მნიშვნელობას ყველა ასპექტში, გაიგებენ თუ როგორ გამოხატავდნენ სიყვარულს ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სასიქადულო და მისაბაძი ადამიანები იყვნენ, რას აკეთებდა ამისათვის თითოეული მათგანი.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები გამოჩენილი ქართველი პოეტებისა და მწერლების შესახებ. საარქივო მასალები ქართველი პოეტებისა და მწერლების შესახებ, კლასგარეშე მასალები ქართველი პოეტებისა და მწერლების შესახებ, მოსაძიებელი მასალები (მოგონებები, პუბლიკაციები, წერილები, ესეები, ლექსები, მოთხრობები, სპექტაკლები და კინო), ზოგადი მასალები თემის სათაურის ირგვლივ (ბრძნული გამონათქვამები, ანდაზები, გამოჩენილი ადამიანების აზრი სიყვარულთან დაკავშირებით), კომპიუტერი, აუდიო-ვიდეო მასალა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, მასალების განთავსება ბლოგზე, მასალების განთავსება ინტერნეტში, შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, სპექტაკლებიდან და კინოდან ნაწყვეტების მომზადება, ბოლო ფაზა-ღონისძიების გაკეთება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ენასთან და ლიტერატურასთან, მუსიკასთან და ისტორიასთან ერთად.
პროექტის ხელმძღვანელი: ლია ჩაკვეტაძე
ხელმძღვანელის ელფოსტა: lialia3107@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.lia123.blogspot.com

No comments:

Post a Comment